აირჩიეთ
ბინა
კონტაქტი

საქართველო

ქვეყანა

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი დედამიწაზე, სადაც ერთიანდება ყველაფერი საუკეთესო. ქვეყნის მცირე მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. პატარა ტერიტორიაზე განთავსებულია 14 ნაკრძალი და 11 ნაციონალური პარკი. საქართველოში მოგზაურობა აუცილებლად დატოვებს თქვენს გულში ღრმა კვალს თავისი მშვენიერებით.

შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვაზე, ისევე როგორც სათხილამური კურორტებზე, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და დატკბეთ ულამაზესი მთაგორიანი პეიზაჟებით.

საქართველო გამოირჩევა სამკურნალო მინერალური წყლების ფართო არჩევანით, როგორიცაა: ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, საირმე და მიტარბი.

საუკეთესო ღვინის სამშობლო

2017 წლის ბოლოს, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ტიტული "ღვინის ქვეყანა". საქართველო გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით, მეღვინეობით და ღვინის სახლების შთამბეჭდავი რაოდენობით.

კიდევ რაღაც საინტერესო

საქართველო ყველაზე გამორჩეული ერია სტუმართმოყვარეობით და ამავე დროს არის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ქვეყანაში არ არსებობს ენობრივი ბარიერი და მოქმედებს უვიზო რეჟიმი 96 ქვეყანასთან. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საკვები პროდუქტი განსაკუთრებული ხარისხით და გემოთი გამოირჩევა.

ბუნება და კლიმატი

საქართველო ძალიან ლამაზი, მდიდარი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელიც საუცხოო პეიზაჟითა და ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, რაც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. საქართველო კავკასიაში მდებარეობს. მას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი.

თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ზღვით, დაისვენოთ სათხილამურო კურორტზე, როგორიცა ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, და მაღალმთიანი ხედები.

საქართველო გამოირჩევა სამკურნალო მინერალური წყლებით, როგორიცაა: ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, საირმე და მიტარბი.

Georia

კულტურა

ქართული კულტურის ისტორია ათასობით წელს მოიცავს და ეგზოტიკით, იდუმალებითა და სიძველით გამოირჩევა. ევროპული, სპარსული, არაბული, ოსმალური, ძველი ბერძნული, რომაული კულტურების სინთეზმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებაში.

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორისაა. მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ის არის რომ გამოირჩევა მრავალფეროვნი კულტურული თვისებებით.

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორისაა. მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ კულტურული თვისებების მრავალფეროვნებაშია. ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე სავაჭრო წერტილი - აბრეშუმის გზა. საქართველო მდიდარია რესურსებით, შემონახულია ბევრი ორიგინალური და უნიკალური ძეგლი.

დღეს, ეს ანტიკური მარგალიტი ტურისტებს თავაზობს ნახოს, ავთენტური, ქართული კულტურული მემკვიდრეობა. განსაკუთრებით თვალშისაცემია თანაცხოვრების შთამბეჭდავი პროგრესი და პატივისცემა კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობისა, სადაც ქართული კულტურა არის შემონახული.

საქართველოზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ვიცით, რომ ამ ქვეყნის კარგად გასაცნობად ერთხელ ჩამოსვლა არ არის. წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც თქვენს გულში რჩება, სურვილს აღგიძრავთ კიდევ ერთხელ ჩამოხვიდეთ. საქართველო გამოირჩევა რამდენიმე დიდი ქალაქით: თბილისი - თავისი ტაძრებით, თეატრებით, გოგირდის აბანოებით, მყუდრო ქუჩებით და სამწვადეებით; უძველესი ქუთაისი - უძველესი სამეფო კოლხეთის დედაქალაქი; ბათუმი - სამხრეთული „კოქტეილი“ ძველი და თანამედროვე შენობებით და თანამედროვე ზღვისპირა ინფრასტრუქტურით; უფრო მოკრძალებული, მაგრამ საინტერესო ისტორიის მქონე გორი, ზუგდიდი, ფოთი; ულამაზესი პეიზაჟებით და ბუნებით გამორჩეული ისტორიული სოფლები.

მრავალფეროვანია სათხილამურო კურორტების არჩევანიც, სადაც სეზონი ნოემბრიდან მაისამდე გრძელდება.

ბათუმი არის საქართველოს თანამედროვე განსახიერება. მის პლაჟებზე შეხვდებით ევროპის, რუსეთის და კავკასიის დამსვენებლებს. სასტუმროებში შემოგთავაზებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხოლო რესტორნებში უგემრიელესი ტრადიციული კერძების ფართო არჩევანს.

ბათუმის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იგი ყველაზე თბილი ადგილია საქართველოში. ქალაქის კლიმატი შავ ზღვაზეა დამოკიდებული. ყველაზე ცივი თვეა იანვარი, ყველაზე ცხელი კი აგვისტო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბათუმი განსაკუთრებული ინტენსივობით ვითარდება და დღითი დღე ლამაზდება. ქალაქი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი ისტორია.

პროექტის შესახებ

ჩვენი საკონტაქტო საქართველოში

+995 557 200 008
+995 557 200 009

რუსეთის ოფისი

+7 960 100 00 25

ზარის შეკვეთა

ძირითადად ლოდინის დრო 15 წუთის ფარგლებშია.