აირჩიეთ
ბინა
კონტაქტი

დახმარება

რით განსხვავდება ჩვენი პროექტი სხვა პროექტებისაგან?

ჩვენ გთავაზობთ საცხოვრებელ კომპლექს ქალაქგარეთ, თანამედრომედროვე ინფრასტრუქტურითა და მართვის სერვისით.

თუ თქვენ გიყვართ ბუნება, გამჭვირვალე ზღვა, სუფთა ჰაერი, დაგღალათ ქალაქმა და ამავე დროს გსურთ იცხოვროთ კომფორტში, მაშინ ჩვენს შემოთავაზებას ალტერნატივა არა აქვს.

ვინ არის მშენებელი კომპანია?

ქართული კომპანია “MIRACLE” LTD რომელსაც აქვს რუსულ-ქართული ინვესტიციები.შედის კომპანიების იმ რიცხვში რომლებიც განახორციელებენ საქმიანობებს შემდეგ სფეროებში: ელექტრონიკის წარმოება, მშენებლობა, უძრავი ქონების მართვა.

კომპლექსის ჩაბარების ვადები

A ბლოკის მშენებლობა დასრულდება 2019 წლის მე-4 კვარტალში. შენობის დასრულების შემდეგ შეგეძლებათ რემონტის დაწყება. სრული კომპლექსი ორივე შენობითა და  ინფრასტრუქტურით ბარდება 2021 წელს მე-4 კვარტალში.

შესაძლებელია შიდა ტიხრების გადანაცვლება?

შიდა ტიხრების გადანაცვლება შეგიძლიათ თქვენი სურვილითა და გემოვნებით.

შესაძლებელია შიდა განვადება?

ჩვენი კომპანია გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას.

პირველადი შესატანი შეადგენს  მთლიანი ღირებულების -30%

განვადების ხანგრძლივობა შეადგენს 18 თქვეს. A  ბლოკის მშენებლობის დასრულებამდე.

პასუხობს თუ არა პროექტი სეისმური მდგომარეობის მოთხოვნებს?

ყველა მშენებლობა შეთანხმებულია შესაბამის სტრუქტურებთან, შეთანხმების გარეშე  საქართველოში  შეუძლებელია მშენებლობის დაწყება.

ბინების მართვის სერვისი. რა ეღირება მომსახურეობა?

  • კომუნალური გადასახადების გადახდა,
  •  ბინების გაქირავება, მოკლე და ხანგრძლივი ვადით.
  • სტუმრების მოზიდვა
  • თქვენი საკუთრების მოვლა და პასუხისმგებლობა
  • ასეთ  შემთხვევაში მმართველი კომპანია იღებს  საკომისიოს 30%.

რატომ ჯობია ქალაქგარეთ საცხოვრებელი ფართის შეძენა?

სუფთა ჰაერი

ბუნებაში ცხოვრება ყოველთვის უკეთესი იყო ქალაქის ცენტრთან შედარებით. ბოტანიკური ბაღის სიახლოვე წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს სუფთა ჰაერზე. რაც შეუძლებელია ვთქვათ ქალაქის ცენტრში ცხოვრებაზე, სადაც უამრავი ავტომობილი და ავტობუსი მოძრაობს. ამის შესაძლებლობა გეძლევათ ქალაქგარეთ, იქ სადაც სიმყუდროვე და სუფთა გარემოა.

     თქვენ გეგმავთ ბინის შეძენას შემდგომ გაქირავების პერსპექტივით?  თუ თქვენ აპირებთ გააქირავოთ ბინა ქალაქში, დაფიქრდით, რატომ უნდა გაქირავდეს მაინცა და მაინც თქენი ბინა უამრავ ანალოგიურ ბინასთან შედარებით? ის გაქირავდება თუ კი თქვენ დააკლებთ ფასს სხვა გამქირავებელთან შედარებით.

ჩვენი კომპლექსი უნიკალურია და  ანალოგი არ ყავს ბათუმში.

არსებობს სტაბილური მოთხოვნა ქალაქგარე ბინებზე  და შეთავაზების ნაკლებობა.ესე იგი ქალაქგარეთ საცხოვრებელი ფართის გაქირავების ღირებულება ბევრად მაღალია, ეს ზრდის თქვენი უძრავი ქონების შემოსავალს

ჩვენი კომპლექსიდან ქალაქის ცენტრამდე 14 კილომეტრია

 თუ თქვენ გსურთ ქალაქის ცენტრში გასეირნება სულ რაღაც 15 წუთი და თქვენ ბულვრში აღმოჩნდებით.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები? რას ნიშნავს თეთრი კარკასი?

ბინის შეძენისას თქვენ გბარდებათ.

  •  შენობის ფასადი, დასრულებული პროექტის შესაბამისად.
  •   სადარბაზო და კიბეები მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით.კედლები მობათქაშებული და შეღებილი
  • ბინებში გაყვანილი ვერტიკალური კომუნიკაციები
  • დამონტაჟებული შესასვლელი რკინის კარი.
  • გარე პერიმეტრზე  დამონტაჟებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ორმაგი მინაპაკეტით.
  • ყველა ბინისთვის იქნება დამონტაჟებული შუქის, წყლის და აირის მრიცხველები.

 თეთრი კარკასი გულისხმობს ფართს მზა შიდა გაყვანილობებით და მოპირკეთებით.

  • მობათქაშებულ და გაჭიმულ იატაკს
  • შიდა ტიხრებით თქვენი ან ჩვენი პროექტით.
  • ცხელი და ცივი წყლის მილების გაყვნილობა და გათბობა.
  • აირის მილის გაყვანილობა და კანალიზაცია
  • ელექტრო გაყვანილობა.

გარემონტებული ბინის შეძენა შესაძლებელია?

ჩვენი კომპანია გთავაზობთ რემონტს კატალოგიდან შერჩევით (მყიდველის პროექტით) ან შეგეძლებათ თვითონ გააკეთოთ რემონტი

რემონტის სრული პაკეტი, რომელშიც შედის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა  ეღირება  250 $-დან + ქართული ღვინო.

რა საბუთებია საჭირო იმისათვის რომ შეიძინოთ ბინა/აპარტამენტი?

საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია უძრავი ქონების შეძენა მინდობილობის საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის.

რა საბუთებია საჭირო ბინის შესაძენად?

ბინის შეძენისას აუცილებელია თან იქონიოთ პასპორტი.

ამონაწერს საჯარო რეესტრიდან იხილავთ იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე WWW.გაფორმების ვადა: სახელმწიფო ბაჟის გადახდიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

რა ეღირება ბინის მომსახურეობა და რა შედი ამ თანხაში?

საფასურში შედის, ტერიტორიის დაცვა, სადარბაზოს და ახლომდებარე ტერიტორიის დალაგება, სანაპიროს დალაგება, რეცეპშენი.კომპლექსის ტექნიკური მომსახურეობა, აუზის გაწმენდა.

სტუდიო 20$, ოროთახიანი 25$, სამოთახიანი 30$

მშენებლობის დასრულების რა გარანტიებია?

სამშენებლო კომპანია “MIRACLE”  LTD აშენებს პროექტს Tropical Garden-ს და შედის რუსულ-ქართულ კომპანიების ჯგუფში.ჩვენი კომპანიი აქტივების ჯგუფში დასრულებული პროექტებია სხვა და სხვა ქალაქებში, ელექტრონიკის წარმოება და უძრავი ქონების მართვა.

საქართველოში გამჭვირვალე კანონებია, მშენებლობის ყველა ეტაპს აკონტროლებს და იბარებს მერია.

პროექტის შესახებ

ჩვენი საკონტაქტო საქართველოში

+995 557 200 008
+995 557 200 009

რუსეთის ოფისი

+7 960 100 00 25

ზარის შეკვეთა

ძირითადად ლოდინის დრო 15 წუთის ფარგლებშია.